1.პროექტის
სახელწოდება:ვაჟა-ფშაველა: ცხოვრება
და მოღვაწეობა
2.პროექტის
მთავარი იდეა(თემა):მოსწავლეები
გაეცნობიან ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ცხოვრებისეულ ეპიზოდებს.
3.პროექტის
აქტუალობა:პროექტის მიზანია მოსწავლეებმა
მოიძიონ მასალა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და მოღვაწეობიდან,სასწავლო პროცესის განმავლობასი
შესრულებული კვლევების შემდეგ მოეწყობა ექსკურსია ფშავში. დაათვარიელებენ ვაჟას სახლ-მუზეუმს,გაეცნობიან
მის წერილებსა დაფოტოებს.
4.პროექტის
მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან
დიდი ქართველი პოეტის ცხოვრებასა
და მოღვაწეობას,დაინტერესდებიან
და შეისწავლიან ვაჟას შემოქმედებას.
5.მოსწავლეთა
ასაკი:VII-VIII კლასები.
6.ვადები/ხანგრძლივობა: სამი კვირა.
7.მოსალოდნელი
შედეგები/პროექტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გაეცნობიან ღრმად ვაჟას შემოქმედებას,
მათ შესაძლოა დაწერონ ჩანახატები, ესეები, გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, ჯგუფურად
მუშაობის უნარ-ჩვევა, უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.
8. პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი,
ენციკლოპედია, ბიოგრაფიული ნარკვევები.
9. პროექტის
მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
1. პროექტში მონაწილე ბავშვების რეგისტრაცია;
2. ფოტომასალების დამზადება და გაფორმება; 3. საორიენტაციო კითხვების შედგენა; 4. პრეზენტაცია;
. პროექტის მიმდინარეობისას ვაკონტროლებ ჯგუფის მუშაობას და ვუწევ კონსულტაციებს;
6. ექსკურსია.
10. საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: რელიგია, ისტორია და გეოგრაფია... ისტ-ის გამოყენებით
მოიძიებენ მასალებს.
11. პროექტის
ხელმძღვანელი: ნინო წალდაძე
12. ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა:
ninowaldadze@gmail.com
No comments:
Post a Comment